Alfa.fi
Kirjaudu / Rekisteröidy
Oma profiili
Valitse minut
Horoscope
uusi
Vierailijat
Haku
Arvostelu ja kommentit
Blogi
Kuvien moderointi
Testit
Asetukset
ყველაზე უაზრო კითხვები
21.12.2013
GTM
28, Kutaisi, Georgia (ent. Gruusia)
რატომ არ იყიდება თაგვის არომატიანი კატის საკვები?
რატომ არ აქვს სინონიმი სიტყვა სინონიმს?
თუკი კუ ბაკნის გარეშეა, უსახლკარო ჰქვია თუ შიშველი?
როცა მოულოდნელს ელოდები, ეს მოულოდნელი მოსალოდნელი გამოდის?
თუკი ვინმე ცეცხლში დაიწვა და მოკვდა, კრემატორიუმში მასზე ფასდაკლება იქნება?
თუკი დღეს ღამით ტემპერატურა იქნება 0° და აცხადებენ, რომ ხვალ ღამით ორჯერ უფრო დიდი ყინვაა მოსალოდნელი, საბოლოოდ ისევ 0° გამოდის?
რატომაა, რომ ძაღლს თუ სახეში უბერავ, ღიზიანდება, მაგრამ მანქანაში რომ აგყავს, მაშინვე ფანჯრიდან გარეთ ჰყოფს თავს?
ევროპელი და ამერიკელი დედები შვილებს პატარა კოვზითა და ჩანგლით აჭმევენ. ლოგიკურად, აზიელი დედები შვილებთან კბილის ჩხირებს იყენებენ?
რატომაა ანბანი ამ რიგით და არა სხვანაირად?
თუკი კატა ყოველთვის თათებზე ეცემა და კარაქიანი პური ყოველთვის კარაქის მხრით ქვემოთ, რა მოხდება მაშინ, როცა კარაქიან პურს კატას მიამაგრებ ზურგზე?
რატომ ვერ ისვამენ ქალები პომადას ტუჩების გაუხსნელად?
რატომ იხდის ხალხი ფულს იმაში, რომ ავიდეს ძალიან მაღალ შენობაზე და შემდეგ იქიდან ბინოკლით გადმოიხედოს დაბლა, განა დაბლა ყოფნისას უკეთ არ ხედავენ?
თუკი შიშობ, რომ იპოქონდრია (შიში იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს) გჭირს, საბოლოოდ მართლა გამოდის, რომ გჭირს?
თუკი სიცილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რატომაა მარიხუანა აკრძალული?
როგორ გამოდის ანონიმურ ალკოჰოლიკთა საზოგადოება ანონიმური, როცა პირველი რამ, რასაც ამბობ არის: “გამარჯობა, მე მქვია **** და მე ალკოჰოლიკი ვარ!”?
რატომ ამბობენ, ბავშვივით მეძინაო, როცა ბავშვებს ყოველ 2 საათში ეღვიძებათ?
თუკი სასამართლო სხდომას ყრუებიც დაესწრებიან, პროცესს მაინც მოსმენა დაერქმევა?
რატომ ჰქვია გრძელი სიტყვების შიშს ამხელა სახელი – ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალიოფობია?
ამახსოვრდებათ პეპლებს მუხლუხოდ ყოფნის პერიოდი?
რატომ აქვთ კალკულატორსა და მობილურს ციფრების განლაგება ერთმანეთის საწინააღმდეგოდ?
შესაძლებელია წყალქვეშ ბუშტის გაბერვა?
რატომ არის მიკი მაუსი (თაგვი) პლუტოზე (ძაღლი) უფრო დიდი?
როცა სასამართლოზე ათეისტს გამოიძახებენ, მანაც ბიბლიაზე უნდა დაიფიცოს?
როცა ორი ადამიანი ქორწინდება, დასასრულს სიძეს ეუბნებიან: “შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ”. რას ეუბნებიან, როცა ორი კაცი ქორწინდება?
თუკი ელექტროსკამზე დაჯდომამდე დამნაშავეს გულის შეტევა მოუვა, უშველიან?
რა უნდა ქნა, თუკი “დროის სწორად განაწილების” კურსებზე გინდა სიარული, მაგრამ დრო არ გაქვს?
რა არის სიტყვა საშუალოს ანტონიმი?
ენაბ
ლუ ფიქრის დროსაც ბორძიკობს?
Tykkää! 2
7 näyttökertaa
Kommentit
Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!
Blogi
Uusia postauksia
Blogini
+ Kirjoita postaus
Blogit päivitetään joka 5 minuutti
×
Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!