14.12.2013
***
28, Kutaisi, Georgia (ent. Gruusia)

მე ისევ ჩემი ცა მინდა რომ ვიხილო,
ჩემს ცას ხომ ყველაზე ლამაზი ფერი აქვს...
მე ჩემს მიწაზე კვლავ მინდა ვიცხოვრო...
ვიცხოვრო... იქ სადაც გული დამრჩენია.

იქ მიწაც ჩემია... იქ ომ ცაც ჩემია
იქ სულ სხვა სითბო და სხვა სიყვარულია...
მე ჩემი სამშობლოს მტკაველი მიწაც კი...
აქაურ გაყინულ ჰექტრებს მირჩევნია.

ვერ დაგთმობ ვერასდროს, ძალიან მაკლიხარ...
და წლებიც გასულან ... ო, ღმერთო რამდენი...
სულ მენატრები და... სულ მტკივა რაღაცა...
გულში გამჩენია... რამდენი ბზარები.
.
სულ მენატრები ცხადში თუ სიზმარში
უშენოდ ცხოვრებას არა აქვს ხალისი
თუ სიცოცხლეში აქ მიწევს მე ტანჯვა...
ქართულო იწავ... მკვდარი შენ გბარდები.

7 näyttökertaa
 
Kommentit
xameleon 14.12.2013

*HEART*

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti