menatrebodi !!!
103, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

მენატრებოდი და არტახებს იგლეჯდა მკერდი,
გიხმობდი ჩემად,ზესურვილი დიოდა ტანში,
აწყვეტილ გრძნობებს მოცახცახე სუნთქვაში ვტევდი,
ვნების ჭენებას თოხარიკით მივდევდი კვალში.

გაცლიდი სამოსს ,ავგაროზად გკიდებდი ალერსს,
გათრობდი უხმოდ სხეულიდან დაწურულ ჟინით,
ალმურს ვახვევდი დასაკოცნად მიბნედილ თვალებს
და ასე,შენში გადმოცლილი ვკვდებოდი დილით.

ვერ გთმობდი მაინც,გამოვთხოვე სიცოცხლეს დრო და
გიკრავდი სუნთქვას ბაგეებზე დამცხრალი ქალი,
მომცრო ოთახში გარიჟრაჟის სიგრილე თრთოდა
და ბედის სანთელს უმოწყალოდ მიქრობდა ქარი...

6 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti