მე მოვალ ქარად
30, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

მე მოვალ ქარად,

დამსხვრეული მინების მსგავსად,

ჟანგისფერ სივრცეს ბურუსიან მირაჟად ვაქცევ,

ქარებად მოვალ,

არ დავტოვებ საათის ისრებს,

დავლეწავ სივრცეს,დროს გავაქრობ,გავაქრობ წამებს!

ქარიშხლად მოვალ,

გადავუვლი ყველაფერ ნაცნობს,

კიბით ავყვები ცის თაღების უცნობ მიჯნამდე,

მოვალ ქარიშხლად,

მიწად ვაქცევ ციურ მშვენებას,

იმ მოციმციმე ვარსკვლავების ფერის ჯინაზე.

მე მერეც მოვალ,

მოვალ ჩუმად,უთქმელად მოვალ,

ბეწვის ხიდს გავდებ და ავივლი მიწიდან ცამდე,

ამქვეყნიური უამინდო დროის მანძილზე,

მე ჩემს სტიქიას ჩემებურად რომ შევქმნი,გწამდეს!

მე მოვალ ჭექად,

მოვალ ელვად,ქუხილად მოვალ,

მოვალ ქარად და წვიმად მოვალ,

არც მოვალ მერე...

ჩემი სამყარო ამ ქაოსში დამსგავსებია,

უფლის იმედად დატოვებულ განდეგილ ბერებს.

მე მოვალ წვიმად,

დაგასველებ ჩემი ლექსებით,

დავუკრავ შენთვის და იქნება ბევრი მინორი,

მე წვიმად მოვალ,

არეული წვეთების თავსხმად,

ქარში დაგკარგავ და ქარშივე ისევ გიპოვნი!

1 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti