ხიბლის პოლიტიკა
59, Tsageri, Georgia (ent. Gruusia)

                                  ხიბლის პოლიტიკა

                                     

  რევოლუციის ტალღაზე მოსული ხელისუფლებისათვის დიახაც რომ ბუნებრივია მასების მოხიბვლის სულისკვეთება. ამ სულისკვეთებას აღვივებს არა მარტო რეზერვისტთა და პატრიოტთა ბანაკები.მასობრივი სადღესასწაულო სანახაობები და ხალხმრავალი საარჩევნო კამპანიები.არამედ ყველაფერი დანარჩენიც,რაც ქვეყნის გარეგნული იერის მოწესრიგებას ემსახურება. 

   საქართველოში,ძირითდად,ორგვარი დამოკიდებულებაა შეღებილი ფასადების,მომღერალი შადრევნებისა და ძვირადღირებული კარუსელების მიმართ.ერთნი ამტკიცებენ,რომ თვალის მოსატყუებლად შემოჩეჩებული ეს ზიზილ პიპილები არავის სჭირდება,მეორენი კი დარჭმუნებულნი არიან,რომ თუ ხელისუფლებამ ფასადები შეღება  და გზები დააგო,თუ შდრევნები,კარუსელები და საციგურაო მოედნები აჩუქა ხალხს  სასაყვედურო აღარაფერია.

  დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას,რომ ყველაფერის დაწუნება და ყველაფრის მოწონება ერთი მედლის ორი მხარეა.დღეს საქართველოში ყველაფრის დამწუნებელი ცოტაა,ყველაფრის მომწონებელი კი ძალიან ბევრი.

  ამ დაუბალანსებელი არითმეტიკის მიზეზი ის არის,რომ მიხეოლ სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებს დიდი ინტერესი ხალხის მიმართ და სრული გულგრილობა ადამიანის მიმართ.ჯერჯერობით,ამგვარი ხედვა ამართლებს,რადგან '' ნაციონალურმა მოძრაობამ'' ყველა არჩევნები მოიგო საპრეზიდენტოც,საპარლამენტოც,ადგილობრივიც.

  ესე იგი,მასების მოხიბვლის პოლიტიკა დღევანდელი სახელისუფლო გუნდის შესრულებით ეფექტური თუ არა,ეფექტიანი ნამდვილად არის. ეს კი მხოლოდ ისეთ ქვეყანაშია შესაძლებელი,სადაც ადამიანები საკუთარი თავით აზროვნებას სხვისი ნააზრევით სარგებლობას ამჯობინებენ,სადაც ვნების სიმძაფრე შენებაში კი არა,აშენებულით,თანაც,სხვისი აშენებულით ტკბობაშია.

  რაგიდ კომფოტრული იყოს ამგვარი ცხოვრება,ირაციონალური პოლიტიკა არასტაბილურია.თუ ხელისუფალი მუდმივად არ ცდილობს ხიბლის გრადუსის გაზრდას და მასების მოჯადოებას,დროთა განმავლობაში საზოგადოებასი კრიტიკული აზროვნების მუხტი მაინც მზლავრობს.

  რა არის საჭირო იმისათვის,რომ ადამიანები მათ ირგვლივ არსებულ გარემოს მუდმივად ორ ფერში ხედავდნენ შავად ან თეთრად? ჩვენს რეალობაში აუცილებელია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, განსაკუთრებით ტელევიზიები,მხოლოდ და მხოლოდ ლოზუნგებით მოღაღადე ადამიანებს აჩვენებდნენ.არ აქვს მნიშვნელობა,ლოზუნგები დადებითი შინაარსის იქნება თუ უარყოფითის.მაგალითად ხელისუფლებისათვის ერთნაირად მისაღებია გიგი უგულავა,რომელიც დედაქალაქის სისუფთავისაკენ მოგვიწოდებს და თიანატინ ხიდაშელი,რომელიც ადგილობრივი არჩევნების წინ ედუარდ შევარდნაძის გასამართლებას ითხოვს,მიხეილ სააკაშვილი,რომელიც აცხადებს,რომ ჩვენნაირი შადრევნები,კარუსელები და სასრიალო მოედნები მთელ მსოფლიოში არავის აქვს.....

  ...მასების მოჯადოების პოლიტიკისათვის მიუღებელია არა ლოზუნგებით მოლაპარაკე ხელისუფლება ან ოპოზიცია,არამედ,ვთქვათ,ჟურნალისტი,რომელიც გამოარკვევს,თბილისის დასუფთავება საარჩევნოდ მოგონილი თემაა თუ შესაბამისი ბიუჯეტით გამყარებული სისტემური ხედვა,ან ჟურნალიტი,რომელიც ჩძიებით იკითხავს,რატომ გახდა აქტუალური შევარდნაძის გასამართლება მაინდამაინც არჩევნების წინა დღეებში,საშიშია ჟურნალისტი,რომელიც აჩვენებს,როგორი შადრევნები,კარუსელები და სასრიალო მოედნები არსებობს სხვა ქვეყნებსი,ჟურნალისტი,რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას დაუსვამს მარტივ შეკითხვას ''როგორ?'',რომელიც მოითხოვს განმარტებას, თუ როგორ არის შესაძლებელი ის,რასაც ხალხს ჰპირდებიან.

  დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკისათვის საშიშია საზოგადოება,რომელიც მოისურვებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში,პრიორიტეტების შერჩევაში.საზოგადოება რომელიც იტყვის,შადრევნები,მოედნები და კარუსელები ძალიან კარგია,მაგრამ მოდით,ერთად გადავწყვიტოთ იქნებ ამ ეტაპზე ბიბლიოთეკები უფრო გვჭირდება? საზოგადოება,რომელიც ერთი ადამიანის უბედურებას გულთან ახლოს მიიტანს და იმ ერთის დასახმარებლად გაერთიანდება.

  მასების მოხიბვლის და,მით უმეტეს,მოჯადოების პოლიტიკა სასრგებლოა მხოლოდ იმ ფენისათვის,რომელმაც ქვეყნის სამართავად ეს პრიმიტიული გზა აირჩია.ყველა დანარჩენისათვის კი მეტად საშიშია.ვიდრე ჟურნალისტები ყოველ ინტერვიუში არ სვამენ შეკითხვას ''რატომ?'',ვიდრე არ არსებობს საზოგადოების დაკვეთა ამ მარტივ კითხვაზე,თითეული ჩვენგანი,ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგეც,აგრესიით და ხიბლით შედუღაბებული მასის უსახურ ნაწილად რჩება.

                                                                                        ია ანთაძე. ''რადიო თავისუფლება''.

 

2 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti