წუხელ სიზმარში შენ დაგინახე
თითქოს შენს სახეს ვეფერებოდი,
ცხადში ვიცი რომ ეს არ მოხდება
სიზმარში კოცნას გევედრებოდი.
ეხლა ჩემს სულში ეშმაკი ჩაჯდა
მხოლოდ გრზნობებით გეფერებოდი,
სიზმარში ეშმაკს ზურგი ვაქციე
თითქოს შენს სახეს ვეფერებოდი
უკვე ამ წუთში მე შენზე ვფიქრობ
თუ არ გჯერავდა რისთვის მხვდებოდი
დაიმახსოვრე ძლიერ მიყვარხარ,
რომ ვერ გხედავდი ცუდად ვხდებოდი.
წუხელ სიზმარში ისევ შენ გნახე
თითქოს შენს სახეს ვეფერებოდი,
ცხადში ვიცი რომ ეს არ მოხდება
სიზმარში ალერს გევედრებოდი
მე დავინახე შენი თვალები
და გულმა უმალ დაიწყო ძგერა
ეს ყველაფერი მე მომეწონა
და უცბათ გაქრა უკლებლივ ყველა.
ლამაზი იყო მე ის რაც ვნახე,
ვერ დავივიწყებ მას მე ვერასდროს,
მთავარია რომ არ გაქრეს არსად
ის ყველაფერი რასაც ეხლა ვგრძნობ.
მე მასში მომწონს თვალები მწვანე,
რომელიც სხვაში ვერ ვნახე ვერსად,
თუ არ ვუყვარვარ შევუყვარდები
იმედი არის ის ბოლოს კვდებ
ნაზამთრალს მინდოდა მქონოდა ქორწილი,
გვირილა მინდოდა კაბაზე დამეკრა,
სიმორცხვე დაჩვეულს მინდოდა ღიმილი,
ხანჯლების ხიდისქვეშ გამევლო მაყრებთან.
უფალსაც მინდოდა გაეგო სათქმელი,
მხევალი გენდობი ბოლომდე ამ ქვეყნად,
ნუშების თოვაში გაფანტულ სიკეთეს
შენს მხრებზე ვალაგებ ლექსებად,საგზლებად.
ნაზამთრალს მინდოდა მქონოდა ქორწილი
და თუნდაც ქოხმახი ღამეთა სათევად,
მზისგულზე მინდოდა დამედნო სიმორცხვე
და მიგყოლოდი სამოთხის კარებთან.