suss'n blogi

suss
40, Georgia (ent. Gruusia)

....roca fiqrob,rom yvelaferi kargadaa ,mashinac ki ragac gawuxebs....


19.06.2015

1)ჯანმრთელობა.

2)მშვიდობა.
3)სიმშვიდე.
4)სახლი_ჩემი,შენი,ჩვენი სახლი.
5)მანქანა.
6)შორს ჩემგან და ჩემი საყვარელი ადამიანებისგან პრობლემები.
7)უბრალოდ მინდა ,რომ ყველაფერი კარგად იყოს.
8)მინდა,რომ უფალთან უფრო ახლოს ვიყო.
9)და კიდევ მინდა,რომ ჩემი დედიკო ჩემთან იყოს.


ბედნიერებაა როცა ,როცა ხშირად გაქვს სიცილის ან თუნდაც გაღიმების მიზეზი.  


15.11.2014

მადლობა უფალო ყველაფრისთვის.


1.სახლი– არც ისე დიდი,თბილი და სასიამოვნო.

2.მანქანა–მერსედესის ფირმის(თუმცა სხვაც შეიძლება.)
3.ბილეთი–გერმანია-საქართველო მიმართულებით,მინიმუმ 3თვიანი ვიზით.
4.ღიმილი–ბევრი ღიმილი.
5.ხელფასი–მინიმუმ 800ლარიანი(იმედია მეყოფა)
9.ჯანმრთელობა.
10.ფული–ბევრი არა.(4500ლარი.მგონი მეყოფა)
11.სითბო–25-30გრადუსი საკმარისია.
12.თავისუფლება–....................
13.თბილისი–აი ამ წუთას.
14.სპაგეტი- იტალიური პესტოთი.
15.ფეხბურთის 2ბილეთი– ბარსელონაში.(უკვე ვიცი ვინც წამოვა ჩემთან ერთად)
16.მინდა–ნუთუ ასე ცოტა რამ მინდა,მეტს ვერ ვიხსენებ.:))))
17..................





20.04.2016

მიყვარს ყველა და ყველაფერი და არასოდეს ველი იგივეს,ამიტომაც არის ცხოვრება ჩემთვის ლამაზი და მშვენიერი.

გიყვარდეთ უანგაროდ და არასოდეს გეტკინებათ გული.არასოდეს იფიქროთ ცუდზე,იყავით ოპტიმისტები,ღიმილით დაიწყეთ დილა თუნდაც არ გეღიმებოდეთ.
10 ჯერ და 100ჯერ უთხარით საკუთარ თავს ყველაფერი კარგად კი არ იქნება არამედ კარგად არის.
იყავით კიდევ უფრო ახლოს უფალთან და .... დანარჩენი თავისთავად მოვა.


21.09.2014

9თვის ლოდინის შემდეგ დაიბადა ჩემი ანგელოზი,დედის სიხარული,ბედნიერება,სიცოცხლე.დედობა ეს ყველაზე დიდი საჩუქარი.და სასწაულია ღვთისგან.ყოველდღე როგორ იცვლება,მისი თითოეული გამოხედვა,ღიმილი,ტირილიც კი სასიამოვნოდ ჩაგესმის ყურში.პაწუა თითებით ცდილობს შეგეხოს,გულში იხუტებ და სითბო გეღვრება,ყველა ტკივილი და პრობლემა გავიწყდება.ეს არის სიხარული რომელსაც არაფერი შეედრება,როცა გვერდით გყავს,საყვარელი მამაკაცი და ეხლა უკვე ახალი სიცოცხლე.ჩვენი შვილი გაბრიელი,უფალმა დაგლოცოს ჩემო პატარა.

მადლობა უფალო,რომ გამხადე დედობის ღირსი.
დიდება უფალს!


მე უდაბნოში დამტოვე მარტო
აღარ მაქ რწმენა მე გადარჩენის,
მე ღმერთს მივმართავ და ვკითხავ, რატომ ?
და დაგიტირებ შენ გადაფრენილს.

– უფალო ღმერთო, მე ერთ მომაკვდავს,
შემყვარებია ჩემ თავზე მეტად,
შენი რწმენიდან მე გადავერთე
და ის მეგონა საკუთარ ღმერთად.
ვიცი აქ არის ჩემი შეცდომა,
ჩემმა გრძნობებმა რომ შთანთქა რწმენა,
მაგრამ სიყვარულს თავს რომ ვაკლავდი
ღირსი მეგონა მე ამის ყველა.

"თუმცა ღმერთიც ხომ სიყვარულია
და ამ სიყვარულს ბევრი ვერ იპყრობს,
მაგრამ ცხოვრება სიძულვილია
და ყველგან ირგვლივ სიძულვის ითხოვს."

–მე კი მიყვარდა და განვიცდიდი
მას კი მოსმენაც არ სურდა ამის,
ანდაც რას გიხსნი შენ უკეთ იცი,
გული ბაგაბუგს რომ იწყებს ღამით.
ამ ბაგაბუგში მე ვგრძნობდი ტკივილს,
სასიამოვნოს, ამაღელვებელს,
წმინდა ბავშვივით ვიწყებდი ტირილს
ჩემი სულისთვის დამაბერებელს.
და სწორედ ამ წამს გამიჩნდა კითხვა:
რატომ ან რისთვის მაწამე ამდენს,
თუ მაინც…


04.08.2013

მე მებრალება ის ყველა ქალი
ვინც კაბიკებად ჰყიდის დღეს სხეულს
ვინც შუაღამით ქუჩაში არის
სული მიჰყიდა , ეშმაკს და გრძნეულს

თავის სხეულს რო გაჰფენს აფიშად
შვილებისთვის რომ იყიდოს პური
სილამაზეს რომ ჰყიდის კაბიკად
დარდით ივსება ტანჯული გული

და შუაღამით ყველას რომ სძინავს
ვიბნელეში სჩანს ვიღაცა ქალი
ვიღაც გამოჩნდა და სადღაც მიჰყავს
ამის მნახველზე გულს უჩანს ბზარი

ჩვენ ხალხნი ყველა არ ვფიქრობთ სხვაზე
ცხოველებად ვთვლით ამდაგვარ ქალებს
ყველას გვგონია მაღლა ვართ ქალზე
ამაზე ფიქრში ვატარებთ წამებს

ვუხეშობთ მათზე ცემით თუ სიტყვით
მამაკაცნი ვართ შეგვეფერება
რადგან ისინი ცხოვრობენ სიძვით
ჩვენ მათი განსჯა არ გვეძნელება

არძალადობა ხომ სირცხვილია
ქართველები ვართ ქალები გვიყვარს
გინება ცემა ჩვენი სტილია
რადგან ისინი მისდევენ სიძვას

ჩვენ…


,,ვეძებ ჩემს გზას,ჩემს სამყაროს,საქმეს,სიყვარულს,სიწმინდეს,სათნოებას და სიმშვიდეს...."


← edellinen 1 2 3 seuraava
Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti