თოვლიან ქუჩებში დავდივარ მარტო
შენზე ფიქრები გონებას ართობს,
ქუჩის ბილიკებს მივყვები მარტო
შენზე ფიქრები გონებას ათრობს…
თოვლის პაწია თეთრი ფიფქები
ციდან ეშვება ზეცის შვილები,
თეთრდება ბუნება, ნათდება გონება
მიჩნდება სურვილი შენი კოცნისა…
მინდა ჩაგიკრა გულში ძლიერად
რომ არ შეგეხოს ზამთრის ციება,
რომ შენ გაგათბოს ჩემმა ხელებმა
რომ შენ გაგათბოს ჩემმა სიტყვებმა…
ვეღარ შევცვლი ბედისწერას,
ვეღარ შევწყვეტ შენზე წერას,
ვერ გაშორებ ჯიუტ მზერას,
ნუ გამკიცხავ ეულ მწერალს.
მე ვერ მოგთხოვ პატიებას,
ვერც საფლავთან ატირებას
ნუდამაყრი გულზე მიწას,
ნურც მომიწყობ გაცილებას.
მხოლოდ ერთს გთხოვ,გაზაფხულზე,
თუ მომიძღვნი ყოჩივარდებს,
უკვე გაციებულ გულზე,
კვლავ მომისევ შენზე დარდებს..
ქარია, გესმის?
როგორ შფოთავს და ფეთქავს უმწეო გული.
სამარადისოდ შემიმპყრო დარდმა
სინანულს მივანდე უღირსი თავი.
რა ბანალურად ჟღერს სიტყვა “მიყვარხარ”
როცა ხმას ვეღარ იღებ
და მუნჯურად ცდილობ ილაპარაკო.
მიყვარხარ, თუ გინდა სიმართლე,
მიყვარხარ!იცი ძვირფასო ჩემი სისუსტე.
ჰო, როგორც სხვა ყველა მოკვდავს
ბევრი ნაკლი მაქვს, რა ვილაპარაკო?
მხოლოდ, ეხლა ჩემი ოთახის ცივ
და მტვერიან შუქში, შენზე ვოცნებობ
და ამ ოცნებას ვმალავ საგულდაგულოდ.
ქარია, გესმის?
როგორ შფოთავს და ფეთქავს უმწეო გული…