tttaaammmiii'n blogi

tttaaammmiii
54, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

,,ხანდახან, ნაცნობ და ხმაურიან ქუჩებში, მარტო რომ დავდივარ და საკუთარი ნაბიჯების ხმა მესმის, ვფიქრობ რომ ,,ხანდახან, ნაცნობ და ხმაურიან ქუჩებში, მარტო რომ დავდივარ და საკუთარი ნაბიჯების ხმა მესმის, ვფიქრობ რომ ის გოგო ვარ, ,,ვინც ან უყვართ, ან ეზიზღებათ", ვისაც არ ივიწყებენ, მაგრამ არც არასდროს იხსენებენ.,,, ,,ვინც ან უყვართ, ან ეზიზღებათ", ვისაც არ ივიწყებენ, მაგრამ არც არასდროს იხსენებენ.,,


არაფერია,კი ბატონო,კვლავ თქვენ მოიგეთ...
მასკარადია ეს ცხოვრება,ნიღბით წონიან...
მე ამაყი ვარ ,არა იმით,რომ ვერ მოვირგე,
არამედ იმით,რომ არასდროს მომიზომია...


მომიტევე მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრა: "ეგო – სხვადასხვა პოზაში ხმარობს ადამიანს!" …და ხშირად ძალზედ გარყვნილ ფორმებში. ამ გარყვნილების ერთ-ერთ ვარიანტს – საკუთარი უბედურების სამყაროზე გადაბრალება წარმოადგენს.

ეგო საკუთარ თავს სრულყოფილად და ყოვლისმცოდნედ თვილის. სწორედ ამიტომ, ეგოს ტყვეობაში მყოფი ადამიანი, ვერც კი აცნობიერებს, რომ მან თავად აირჩია ის ცხოვრება, რომელშიც ცხოვრობს და თავად უზრუნველჰყო ყველაფერი ისე, როგორც ის ცხოვრობს.


- ესეიგი, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ის ასეთი უბედურია?

პასუხი მყისიერად ჩნდება: "რა თქმა უნდა სამყარო". აი თურმე ვინ არის ყველაფერში დამნაშავე.

შემდეგ კი ეს აზრი ეპიკური რომანივით ვითარდება:

- მე, ასეთი შესანიშნავი ადამიანი, პტაქტიკულად სრულყოფილების განსახიერება, იძულებული ვარ ბოლო დონის არარაობასავით ვიარსებო ამ უსამართლო სამყაროში, სადაც ვერავინ მამჩნევს და არავინ მაფასებს.

სამყაროს ლანძღვა ძალზედ ადვილია. მას არ შეუძლია გიპასუხოს. ის უბრალოდ არის.

ლანძღვა შეიძლება – მაგრამ ამას არავითარი აზრი არ აქვს. შენ მოგეცა სიცოცხლე – შენ კი უკმაყოფილო ხარ. კარგი დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ – ის მალე დასრულდება.

ეგო კულისებს მიღმა

- რატომ არ ხარ ბედნიერი? იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერს, რასაც აკეთებ, საკუთარი "მე"-სთვის აკეთებ. ხოლო, ის არ არსებობს! © ძენ-ბუდისტური სიბრძნე

იმისათვის, რომ გაიგო, თუ სად უშვებ მთავარ შეცდომას, ეგოს კულისებს მიღმა უნდა შეიხედო. რა ხდება იმ მომენტში, როდესაც წუწუნის, ჩივილის და შინაგანი უკმაყოფილების გამოხატვის სურვილი ...გიჩნდება?გინდა უამრავი, რამ მაგრამ სამკარო ეწინააღმდეგება შენს სურვილებს–შენ კი, სურვილი გიჩნდება, რომ მთელს ხმაზე იყვირო:

- და სად არის ამ ქვეყნად სამართალიიი?!ანუ, დააკვირდი რა ხდება შენს გონებაში. შენ არ იღებ იმას, რაც ამ მომენტში – აქ და ამჟამად ხდება და თვლი, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი როგორღაც სხვაგვარადაც მოხდეს.

- მაგრამ – რატომ სხვაგვარად?


ცოტა ნაცრისფერი...
მერ თეთრი...
მერე სულ თეთრი...
მერე ნაცრისფერი...
ახლა შავი...
და ხვალ რა ფერი იქნება..?
რა მალე იცვლება ფერები...
შეუმჩნევლად ირევა ერთმანეთში და მიიღება არაფრის მსგავსი...
წამი ერთი წამით გაშორებს წარსულს...
და ყოველი წამით დაშორებული წარსული უფრო რაღაცნაირია...
აჰა...




ფერი იცვალე...
ფერში იცვალე...
ფერმა იცვალა შენში...


თვალებში უყურბენ და
ხრიან და
მერე გაურბიან...
ვითომ არაფერი...
არაფერი იყო,არის და არც იქნება...
მარა ეს უაზრო ,უადგილო,არაფრისმთქმელი მძიმე რა საჭიროა..
პრიდაპირ წერტილი და ეგაა...
ბავშვური ტყუილები კიარა და თავის მოტყუებები..
შენ გგონია ,რომ მე მგონია რომ შენ გგონია სიტუაციაა მგონია...


ჰოდა მწარედ რომ დააბიჯებ მერეა თურმე, რომ ცოფდებიან და სხავნაირი რეაქცია აქვთ.. თითქოს იმდენს უკვე აღარ ვფიქრობო და აღარ ვზრუნავო... ხე ძახილმა გაახმო და იგივე მომივა მეც... არ ვამბობ რომ გაშალაშინებული ვარ,მაგრამ მაცადონ მე თვითონ მივხვდე რომ შეცდომას ვუშვბე.. და იქნებ სულაც არაა შეცდომა კაირა დაა ამდენი ძახილით რომ არ არიან ეს ორფეხა ცხოველები ლამაზები ,იქნებ მეც დავრწმუნე რომ არ არიან ,მაგრამ არ მინდა ეს მალე მოხდეს... და ეს ზღაპარი კიდევ დიდიხანს გაგრძლედეს და ,კარგი იქნება თუ საერთოდ არ დამთავრდება... ხოდა დიდებმა კი იციან ბევრი ,მაგრამ ჯერ მგონია რომ არ არიან მართლები,ხოდა კაი ხანი მინდა ასე მეგონოს... ყველას აქვს ხელჩასაკიდი…


http://claus.msk.ru/ გახსენი..ხატთან სანთლების ყუთი რომაა მაუსი მიიტანე სანთელი ამოიღე და შანდალთან მიიტანე,სანთელი ჩადე და აინთებ


http://www.youtube.com/watch?v=nfcY2JJ5zPI


30.11.2011

ჩვენ ყველას, ჩვენი ღირსება დაგვაქვს,

და ჩვენ ნაკლს ჩვენვე ვატარებთ მხრებით.

ხანდახან ვიცით როგორ მოვიქცეთ...

ხანდახან ვიცით და_მაინც ვცდებით...

ხანდახან მინდა თავი დავხარო,

და ღამე ლოცვით მინდა ვათიო,

ვინ ვარ?_რომ ვინმეს ცოდვები ვთვალო?

ან ვინმეს რამე_არ ვაპატიო?

მე მიყვარს_შენი უნიღბო სახე,

როცა გვერდით ხარ_რწმენით ვივსები,

ადამიანო_მე შენ მიყვარხარ

ყველანაკლითდაყველაღირსებით.


როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ,

მკლავს უნდობლობა შენი ფარული,

რით დაგარწმუნო, არ მყოფნის ძალა,

რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული.



ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა,

რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი,

მიყვარხარ! თუგინდ გითხრა ასჯერაც,

მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი.



რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,

არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,

შემოგავლებდი ოქროს და ქარვას,

შემოგწირავდი დიდ-დიდ ალმასებს.



მეფე რომ ვიყო, ლალებით სავსე

გვირგვინს დავთმობდი, ოღონდ სუროთა,

ოღონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე

შენი ხელებით მე დამხუროდა.



რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი,

ჩუმად, სიტყვასაც კი არ გეტყოდი,

მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიმღერით

წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.



მზე რატომ არ ვარ, ღრუბლებში სადმემე

დავტოვებდი სამყაროს ფართოს,

თვალს დავხუჭავდი ყველაფრისადმი

რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო.


← edellinen 1 2 3 4 5 ... 39 seuraava
Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti