როცა შეგიძლია ვინმეს უთხრა მიყვარხარ, ნუ გადადებ ხვალისთვის, ხვალ შეიძლება არც იყოს.
წვიმიან ქუჩაში ქალი ცეკვავდა, წვეთებს რითმებად ეფერებოდა, ხელებგაშლილი, მკერდმოღეღილი, ღამეს თამამად ეალერსებოდა. ის ტრიალებდა თავდავიწყებით, ცეკვავდა მიწის ფეთქვის ბგერებზე, ცამდე ადიოდა, ცამდე ცეკვავდა, ცამდე იწეოდა თითისწვერებზე. სრულ სიბნელეში სრულიად მარტო, ის თავისსავე მუსიკას ქმნიდა, მე კი ვიდექი და ვერც კი ვხვდებოდი, წვიმა მეც მასთან ერთად რომ მცრიდა. მას კი სიხალასე ..... თვალებში ჰქონდა, ზეცას კი ორი ვარსკვლავი აკლდა, ასეთი სილამაზის მე ჯერ არ მნახველს, თავდავიწყებამდე აღარა მაკლდა..... ქალი კი ცეკვავდა!!!.... ისევ ცეკვავდა!!! იგი ბუნების ბგერებს შერწყმოდა, მე კი ყურებში მისი მუსიკის, წვიმის წვეთების რითმებიც მესმოდა. მაგრამ მოიცა!!!.... ეს ის არ არის, რად მეფიქრებოდა ნეტავ ამაზე? რაღაცა აკლდა სრულყოფილებას, რაღაცა აკლია…