ხანდახან რთული ვარ,
ხანდახან მარტივი...
შენ ჩემსას
ვერაფერს გაიგებ...
ყოველდღე იცვლება
ამინდი მარტივით,
რაც მქონდა
ღრუბლებმა წაიღეს...
ხან ფიქრი,
ხან დარდი,
ხან ნიჭი მოთმენის...
ნოემბრად შემოვრჩი
ამ ქუჩებს...
ზედ გულზე მეყრება
ყვითელი ფოთლები,
მოდი და
ამ გულსაც გაჩუქებ!
ხანდახან რთული ვარ,
ხანდახან მარტივი...