Ufulo Mdidari'n blogi

Ufulo Mdidari
33, Tbilisi, Georgia (ent. Gruusia)

31.05.2013

სევდა... ტკივილები... მთვარეც სევდიანი... ღამეს შეფარვია უხმო აჩრდილები... ისევ მენატრები, ისევ ჩემში არის... შენი მოგონების რაღაც ნაწილები... ღამის ნოსტალგია... მთვარეც მარტოსული... აღარც ვარსკვლავები მიმეტებენ... ისევ წარსულში ხარ ჩემთვის გადასული... ვიცი, ვერაფერი დამაიმედებენ... თეთრი ღიმილები, შეპარვია ღამეს... ვხედავ მთვარე ღრუბლებს ისევ გამოექცა... ჩემი მონატრების ვერ გითხარი რამე... და ცა უშენობით თავზე ჩამომექცა... მთვარე დამეკარგა... ღამის ლაბირინთში... გზა ვერ გავაკვლიე, და ბედს ჩემსას ვწყევლი... და გაოგნებული მელოდიურ რიტმში... წვიმად ეფერება მიწას ჩემი ცრემლი... მთვარე... სევდიანი... სევდით გალეშილი... მთვარემ ტკივილები ისევ განმიახლა... ღრუბელს ვეფერები შენზე დაგეშილი... ვიცი, ყველაფერი ჩემზე იცი ახლა... ღამე გამიგიჟდა... მთვარეც სადღაც გაქრა... ვხედავ, შეპარვია წარსულს მონატრება... უკვე აღარ ვიცი…


31.05.2013

მიყვარხართ! სიყვარულს ვერაფრით დამიშლით,

მიყვარხართ და გული ბუდიდან მიხტება,

სიცოცხლეს, უსიტყვოდ, ფეხთაქვეშ გაგიშლით.

და მიზეზს, თქვენს გარდა, ვერავინ მიხვდება.


მიყვარხართ! ბედია ყველაფრის გამრიგე,

არაფერს არა გთხოვთ, უბრალოდ გიტყდებით,

ვცხოვრობ და სიყვარულს გზადაგზა ვარიგებ,

ყოველ დღეს ფილმივით ვამთავრებ ტიტრებით.


და მაინც, სიყვარულს ვერაფრით დამიშლით,

მიყვარხართ და გული ცისხელა მიხდება,

სიცოცხლეს უსიტყვოდ ფეხთაქვეშ გაგიშლით.

და მიზეზს, თქვენს გარდა, ვერავინ მიხვდება.


31.05.2013

შენი თვალები სიგიჟეა უნდა დამათროს,
ცოტაც მაკლია და ცოფივით გადამედები...
როგორც მყინვარებს მოედება ცეცხლი არასდროს
შენც ფიროსმანის ვარდებივით არ დაბერდები.

და ლამის არის მიმიყვანოს თვითმკვლელობამდე,
შენმა თვალებმა მერამდენედ უნდა დამლახვროს?!
ბევრს როდი ვითხოვ? მხოლოდ ერთი ღამე მომანდე
მინდა ლექსები წაგიკითხო ბუხართან ახლოს.

ოღონდ იცოდე! სიგიჟეა ეს ყველაფერი,
როგორც სიცოცხლე და ლექსები ჩემი საერთოდ.
მე თანახმა ვარ, სანთელივით ჩუმად ვიწოდე,
რომ ჩვენი ბედი გამოვადნო და შევაერთო.

როგორც მყინვარებს მოედება ხავსი არასდროს
შენც ფიროსმანის ვარდებივით არ დაბერდები.


31.05.2013

როცა აღმართზე მიეყინა აპრილს კვირტები,
როცა ზამთარში უშენობა ჩახერგავს წყაროს.
მე წარსულიდან დაფიქრებით დაგაკვირდები,
და მაინც ვეჭვობ ჩემზე მეტად სხვამ შეგიყვა
როს.
როცა კოცნისგან გეთბილება ქარში თითები,
შენი ღიმილი ვინც არ უნდა ათასჯერ თვალოს,
და მე კი ჩუმად მონატრებით გავიცვითები,
არ გეტყვი, მაგრამ უფრო მეტად ვინ შეგიყვაროს.
როცა სამკაულს დააბნევენ გულზე ფერიას,
და შლეგმა სატრფომ მზის ამოსვლას რომ შეგადაროს,
მათ არ იციან, ჩუმი სწრაფვა რა ოხერია,
და უფრო, უფრო არ მგონია სხვამ შეგიყვაროს.
მერე შემთხვევით ამტკივდება შენი თვალები,
როცა ზამთარში მივიწყება ჩახერგავს წყაროს,
მერე რა მოხდა, გაგიჟებით ბევრს ეყვარები,
და მაინც ვეჭვობ, ჩემზე მეტად სხვამ შეგიყვაროს...


31.05.2013

ცივია თვალები, სიყტვები-უხეში,

გრძნობა დაგიმალავს სადღაც ბნელ კუთხეში,

დარდი უნუგეშო ჩუმად გაპარულა,

ცრემლად დაგროვილა საწვიმარ ღრუბელში.

მითხარი რას ვენდო? როდის ხარ გულწრფელი?

როცა მეფერები თუ როცა მიბღვერი,

როცა გადათელავ ჩემს ყველა ღირსებას,

თუ როცა მზერაში მზის სითბო იღვრება?

აღარ მენდობიან შიშით იმედები,

იციან ოცნებას რა მალე ვნებდები,

მინდა მჯეროდეს და ამ სურვილს ვჯერდები,

მერე ვიბნევი და უფსრულთან ვჩერდები...

რამდენჯერ უნდა მეტკინოს გული

და მომეკვეთოს მუხლი მწვერვალზე

რომ მივხვდე, ზღაპირის დღესასწაული

არ იმართება მიწის სცენაზე.

ზღაპარი მოკლა ცხოვრების ტყვიამ,

და თუ ოცნებას სიცოცხლე ჰქვია-

არ შემიძლია სიცოცხლე უშენოდ,

ცხოვრება შენთან არ სემიძლია.


31.05.2013

ისე დათარეშობ ახლა ჩემს ფიქრებში,

ვიცი,შეგრცხვებოდა მე,რომ შემომესწრო,

ისე თავხედურად გულში ჩამოჯექი,

შენი სიმხურვალის ცეცხლი შემომენთო.


ისე,ააღელვე გრძნობის ქარიშხალი,

არც კი გაიკვირვე შენი სითამამე,

გულში ამოქარგე თეთრი გვირილები,

მე კი,ცხელი კოცნა შენგან ვიასმაგე.


სულში ჩამოფინე ჭრელი ხავერდები,

სუნთქვას შეაპარე შენი ატმოსფერო,

თუკი შენს გაზაფხულს ჩემით არ მოიყვან,

უშენ–უმერცხლებლოდ,როგორ ვიარსებო.


31.05.2013

დავწვები და მისი სახე მელანდება, ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს,
მაგრამ ამ გულს სიყვარული რომ არასდროს განუცდია?!
არ მინდა, რომ ჩემი თავი დავარწმუნო, ნუთუ მიყვარს??
ღამით, ფიქრით ძილგატეხილს, მე ჩემს თავზე მეცინება,
მომასვენე ფიქრის ხროვავ, მომასვენე!
მოდი ჩემთან, ჩამეხუტე სიმარტოვევ!
ჩუმად, გულში ვამბობ, ვფიქრობ - ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს!!


31.05.2013

შენ არ დაგტოვებ, მე უბრალოდ წავალ დროებით,
თუ ვიგვიანებ, არ იფიქრო ჩემი ბრალია,
მე მოგიტანე, ხო ძვირფასო მე მოგიტანე,
კარზე მომდგარი სიხარული, ბედნიერება...
გულს უხარია, რომ მე ისევ შენთან დავბრუნდი,
და აღარასდროს არ დაგტოვებ ნუ გეშინია,
მე მოვალ შენთან და მოგიტან წითელ მიხაკებს,
ზედ კი დავაწერ, მონატრებით ჩემგან


31.05.2013

მე მასწავლეს რომ ცხოვრება სიყვარულია და უნდა მიყვარდეს!ცხოვრება ომია და უნდა მოვიგო ის!ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი!ცხოვრება საიდუმლოა და უნდა ამოვხსნა ის!ცხოვრება სილამაზეა ,უბრალოდ უნდა აღიქვა იგი....


31.05.2013

ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან მტრებს მეგობრებად ვიძენთ... ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან სიგიჟე გვიჯობს სიბრძნეს... ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან რაღაცას მუდამ ვნანობთ... ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან დანგრევა უნდა კანონს... ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან ჩვენ ერთმანეთსაც ვკარგავთ... ყოველთვის არა - მაგრამ ხანდახან .


← edellinen 1 2 3 4 5 6 seuraava
Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti