რატომ???
32, Poti, Georgia (ent. Gruusia)


დუმილში
მოსული კითხვა,
სიცილში
დაკარგული აზრი,
თეთრი
მოხვედრილი გუნდა,
მრავალჯერ
გაცრეცილი აზრი,
შენთვის
ცხრა გრამი ტყვია,



ჩემთვის ახალი პალტო,
შენი ახალი წინდა,
ეზოში წაქცეული ბავშვი,
მარტო
შენი თვალები მუქი,
მუქია, როგორც თოვლი,
თუმცა მუქია თოვლი?
რა უაზროა არა?
თურმე თოვლია მუქი!
ომში დაჭრილი ძაღლი,
ფეხმოტეხილი კაცი,
საფეხურჩავარდნილი კიბე,
წამში მოკლული აზრი,
აზრადმოსული რატომ?
დასაერთოდრასისულელეა რატომ?
რატომ ადექი ადრე?
რატომ არ გინდაყავა?
რატომ გაცვია ლურჯი?
რატომ დაწექი ათზე?
მე შენ მიყვარხარ! – რატომ?
ეს დაწყევლილი რატომ,
აქაც სიტყვის მასალაა მარტო.
მარტო ფოთოლთა ომში
შენ აქ მსაჯი ხარ მარტო.
ახლა გესვრიან შუბლში
მერეც მეძახე: “რატომ?!”
მრავალჯერადი კითხვით,
მრავლისმეტყველად მარტო
ბნელი ოთახი თეთრი,
წითელი, შავი, ბორდო.
ფერთა გამაში ორნი,
ფერთ აომია მარტო.
ახლა გესვრიან მწვანეს,
ლურჯი ხომ მოგხვდა შუბლში.
დედამიწაზე არა,
პალიტრაზე ხარ თითქოს!
თითქოს დახატეს ცხოვრების წესი,
თითქოს გიდგამენ შენ თვალწინ სპექტაკლს,
თითქოს გაგდებენ შენ წინ უფსკრულში,
იხედები წინ და მხოლოდ შავი ფერია.
შენი გაყოფილი სახე,
ნახევრად ცრემლის გუბე,შენი ბოროტი აზრი
ეგაა შენი სახე.
ახლაც თუმკითხავ: რატომ?
ვერ გიპასუხებრატომ?
ვინ მოიგონე კითხვა
და მითუმეტესრატომ?
არა, არ გინდა ახლა
მე მომასვენო წამით,
მე დავიღალე ომში,
ახლა დაზავდა მწვანე

7 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti