რა სურთ ქალებს?
31, Kutaisi, Georgia (ent. Gruusia)

ახალგაზრდა მეფე არტური დაატყვევა მეზობელი სამეფოს მონარქმა. მონარქმა გადაწყვიტა, რომ მისთვის და მისი ქვეყნისთვის თავისუფლება მიეცა, თუ ერთ ძალიან რთულ კითხვას გასცემდა პასუხს:

“რა სურთ ქალებს სინამდვილეში?”

მეფე არტურს მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა, რათა ეპასუხა კითხვაზე. მან მთელი სამეფო შემოიარა, ყველა გამოკითხა, ყველა ჭკვიან და ცნობილ ადამიანს ესაუბრა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი მაინც ვერ მიიღო.
ბოლოს ერთ ჯადოქართან მივიდა. ჯადოქარმა პასუხის სანაცვლოდ მოითხოვა, რომ არტურს იგი მის უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლ გავეინზე დაექორწინებინა.
არტური დამწუხრდა. ჯადოქარი საშინლად გამოიყურებოდა. მას თეთრი თმა, დიდი ცხვირი და მხოლოდ ერთი კბილი ჰქონდა. მეფემ ჯადოქარს უთხრა, რომ მეგობრის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

გავეინმა, როდესაც ჯადოქრის წინადადების შესახებ გაიგო არტურს დასთანხმდა და უთხრა, რომ იგი თავისი მეფისა და ქვეყნისათვის ამ მსხვერპლს უყოყმანოდ გაიღებდა.
ამ საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტით გახარებულმა ჯადოქარმა მეფე არტურს მის კითხვაზე პასუხი გასცა:
“ამ კითხვის პასუხი ძალზედ მარტივია: ქალებს სურთ, რომ პატივს სცემდნენ და აფასებდნენ მათ.”
მონარქი მეფის გაცემულმა პასუხმა დააკმაყოფილა და არტურს სიცოცხლე და თავისუფლება აჩუქა.

რაც შეეხება გავეინის და ჯადოქრის ქორწილს:
გავეინი ძალიან შეგნებული და გაწონასწორებული კაცი იყო. ქორწილამდე მისი საცოლე ჯადოქარი საშინლად იქცეოდა, მისი საშინელი მანერები და გარეგნობა ირგვლივ ყველას აღიზიანებდა, თუმცა გავეინი წონასწორობას არ კარგავდა და ღიმილით ელოდებოდა ქორწილს. ქორწილის ღამეც დადგა. გავეინი ცოტა არ იყოს და შეშინებული იყო იმ ფაქტით, რომ ეს ღამე მახინჯ ჯადოქართან უნდა გაეტარებინა. იგი ცუდი განწყობით შევიდა საძინებელ ოთახში, რადგან არ იცოდა, თუ რა სიურპრიზი ელოდა იქ. მის ლოგინზე მთელს დედამიწაზე ყველაზე მშვენიერი ქალი იწვა. გავეინი შეცბა და ჰკითხა ჯადოქარს, თუ როგორ მოახერხა რომ ასე შეცვლილიყო. მშვენიერმა ქალბატონმა უპასუხა, რომ კეთილ და ერთგულ გავეინს შეეძლო დროის ერთი ნახევარი მშვენიერი ქალბატონი ჰყოლოდა, მეორე ნახევარი კი მახინჯი ჯადოქარი.
და მშვენიერი ჯადოქარი მას შეეკითხა:

— როდის გინდა, რომ მშვენიერი ვიყო? მთელი დღის, თუ მთელი ღამის განმავლობაში?

რა სასტიკი შეკითხვაა არაა? ცოტა ძნელია პასუხი გასცე. მოდით მამაკაცები სანამ გავეინის პასუხს წაიკითხავდეთ აქ შეჩერდით, დაფიქრდით და თქვენი არჩევანი გააკეთეთ. (თქვენი პასუხით მიხვდებით, თუ რამდენად კარგად გესმით, სინამდვილეში რა სურთ ქალებს.
.
.
.
.
.P.S(თქვენი პასუხი დაწერეთ და მერე გავეინის პასუხს დავწერ, ძალიან მაინტერესებს როგორ პასუხს გასცემთ)



3 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti